ღეშდერიდან საცალფეხო ბილიკით ადიხარ კაიშის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში რომელიც ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ კულტურულ ძეგლს წარმოადგენს.ეკლესია ბაზილიკურ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც აგებულია დაახლოებით მე-9 მე10 საუკუნეში.მაღალ მთაზე,მისი ამშენებელისოფ.ღეშდერის მოსახლეობა იყო.
გადმოცემისთანახმად,ეკლესიის ასაშენებელი ქვები ამ მაღლობზე,ცოცხალი ჯაჭვის დახმარებით აუტანიათ,ხალხი გრძელ რიგად იდგა და ხელიდან ხელში აწვდიდნენუზარმაზარ ლოდებს,თქმულების თანახმად,პირველი და ბოლო მომწოდებელნი გარდაიცვალა.
ეკლესიის შიდა ინტერიერი საოცარი ფრესკებითაა მოხატული,რომელიც დაახლოებით მე-10 საუკუნეს ეკუთვნის
ფრესკებში განირჩევა ორი ფენა ადრეული შავ-თეთრი დაახლოებით მე-9 და შემდეგ დროინდელი ფერადი ფრესკები XI ს.
მზე მაცხოვრის სიმბოლო
ფარის თემში ყოველწლიურად იმართება კაიშის მთავარანგელოზის დღესასწაულიკაიშობა,ხალხს ღრმად სწამს კაიშის სასწაულმოქმედი ძალა და მას მფარველობას შესთხოვს.
კაიშობის დღესასწაული აღდგომიდან 4 კვირის შემდეგ ორშაბათ დღეს იმართება.უამრავი მომლოცველი მიემართება ეკლესიისკენ,მიაქვთ სეფის კვერები,მიჰყავთ შესაწირი საკლავი და ხისგან გამოთლილი შუბი ანუ "ბინი"
საუკუნეების მანძილზე გავრცელებულია ეკლესიისადმი ბინის შეწირვა,რამოდენიმე გვარს აქვს ვალდებულება აღებული კაიშობის დღესასწაულზე ლოცვის რიტუალს ატარებენ ადგილობრივი უხუცესები,თითოეულ ოჯახს მიაქვს სეფისკვერები და ავედრებენ ოჯახს.ლოცვის დამთავრებისთანავე იმართება სპორტული შეჯიბრები,ჭიდაობას,ხტომას და ჯირითში.შემდეგ იმართება პურობა,სადაც შემოწირული საკლავის ხორცით და გულ-ღვიძლით უმასპინძლდებიან
No comments:
Post a Comment