ადამიანი ლეგენდა

სვანურ ყოფა-ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს ნადირობას.
ამა ტუ იმ ტემში დროდადრო ჩნდებოდნენ გამორჩეული მონადირეები,რომელთა მიერ დახოცილი ნანადირევის რაოდენობ  ასს აღწევდა.ამ შემთხვევაში ეს ადამიანი ატარებდა სარიტუალო ლოცვას ,,სიბრკელას.
 ამ ტრადიციის არსებობას ჩვენში დღეს არსებული ფრაზეოლოგიაც ადასტურებს „სიბრკელას ახგენე“ ანუ ერთმანეთზე მიაწყო-ამოხოცაო.
 ფარის თემში არსებობს ლეგენდა დიდ მონადირეზე, რომელსაც ერქვა ხაბჯუ. ხაბჯუ ჩხვიმიანების გვარის წარმომადგენელი ყოფილა.ხაბჯუ ყოველთვის ნანადირევით ხელდამშვენებული ბრუნდებოდა სახლში. მას თურმე ორჯერ გადაუხდია „ სიბრკელა“ მის ასეთ წარმატებას ნადირობის ქალღმერთს დალის უკავშირებენ. თურმე მან პირადად დალოცა ხაბჯუ მეთხვარი. ლეგენდა გვიამბობს: „ ერთხელ სანადიროდ წასული ხაბჯუ მეთხვარსა და მის თანხმლებთ, სიმღერის ხმა შემოესმათ იქვე მდებარე გამოქვაბულიდან, ხაბჯუ დაინტერესებულა, თუ ვინ იყვნენ ასეთი საოცარი ხმის პატრონნი და შესულა, თურმე ნადირობის ღმერთებს ნადიმი ქონიათ გამართული, ხაბჯუს მისვლა ძალიან გახარებიათ და ჯიხვის ყანწით სასმელი მიუწოდებიათ. ხაბჯუს დაულოცავს და მადლობა გადაუხდია მათთვის, ხოლო ნადირობის ქალღმერთ-დალის ხაბჯუსთვის პატარა კოლოფი გადაუცია და უთქვამს, გაუფრთხილდი არ დაკარგოო. იმ დღის შემდეგ ხაბჯუ ხელცარიელი არასდროს ბრუნდებოდა ნადირობიდან. როგორც მისი შთამომავლები ყვებიან ხაბჯუს 474 ჯიხვი და არჩვი,ხოლო 61 დათვი დაუხოცავს.
მითი რომელიც ამ ადამიანზე შეიქმნა და ხალხში დადის მის ასეთ წარმატებას  უკავშირებენ დალისგან საჩუქრად მიღებულ თილისმას,რომელიც მას თოფის კონდახში შეუნახავს. ამ თქმულების ნამდვილობას  არ ადასტურებენ მისი შთამომავლები,თუმცა ბაბუისგან
 მონათხრობი კარგად ახსოვთ,რომელიც ზებუნებრივ ძალებს უკავშირდება. ხაბჯუ ყვებოდა რომ ერთხელ სანადიროდ მყოფმა მოინადირა ჯიხვი,დაბრუნდა სადგომში და გულ-ღვიძლი შამფურზე ააგო შესაწვავად,უცებ ამტყდარა ჭექა-ქუხილი,ზრიალი თითქოს ცა და დედამიწა ჩამოიქცა,მაშინ ხაბჯუს აღუვლენია უფლისადმი ლოცვა ,ოღონდა დამშვიდდეს ყველაფერი და შენ გადამარჩინე და შემოგწირავ ამ გულ -ღვიძლს ახლაც და ყოველთვის,გაუტანია და ნაძვის ქვეშ დაუტოვებია ძღვენი,მეორე დილას დაუთვალიერებია მიდამო და არც შამფური და არც ჩიჩქი იქ არ დახვედრია.ამის შემდეგ ის ნანადირევის გულ ღვიძლს უძღვნიდა ბაი აფსათსა და დალის.
    ამ ადამიანზე, ფარის თემში სიმღერაც კი შექმნილა, რომელიც ფერხულის თანხლებით სრულდება. მისი ავტორი ბიძინა დადეშქელიანი ყოფილა. სიმღერაც გვიამბობს, რომ ხაბჯუ, წარმატებული მონადირე იმიტომ ყოფილა, რომ ნადირობის ქალღმერთმა დალოცა და წარმატება დაანათლა,რადგანაც ერთხელ სანადიროდ  მყოფ ხაბჯუს მგელი შეხვედრია,რომელსაც პირით ჩვილს მიათრევდა,ხაბჯუმ მოკლა მგელი და ბავშვი გადაარჩინა,ეს ჩვილი ნადირობის ქალღმერთ დალის ყოფილა და მას შემდეგ მადლიერების ნიშნად დალიმ ხაბჯუს წარმატებული ნადირობა  დაანათლა.
   „სიმღერა ხაბჯუ მეთხვარ“ 
                        შაიმოდო-ხაბჯუ მეთხვარ ფარიშ მარე
                        შაიმოდო-კუთხვა მიჩა ბარჯას ხასდა
                        შაიმოდო- ესღურინე მეშხამ ტუბას
                        შაიმოდო-სგებინ ლახხვიდ მაბტკარ თხერე
შაიმოდო-თხერილს ჩინჩვილ ხაფშვ ხუღვანდა
შაიმოდო-   ხაბჯუდ თხერილ ოსჭრჭკინე
შაიმოდო- ჩუ ათაკვრ ედო მუჭვედს ჯაშხი
                       შაიმოდო-თხერილ ჩინჩვილ ჩუ ოთკვარა
                      შაიმოდო-ხესმი დალრე ლილეჭალლე
                      შაიმოდო-მაროქ ათხვიდ ხოჩა დალარ
                      შაიმოდო-ხაბჯუ მეთხვარ ჩინჩვილ ნაკლი
                      შაიმოდო-ჩინჩვილს მიაქ ქალაჯტიხე
                      შაიმოდო-ჩუ ოხფიშვდახ ლერსგვენ ლუსდიგვ
                       შაიმოდო-ჟიოდიახ ჩინჩვილ მინე
                       შაიმოდო-ჩუ ოხფიშვდახ ლერთენ ლუსდიგვ
                       შაიმოდო-ჟიოდიახ ხაბჯუ მეთხვარ
                      შაიმოდო-საჩქვარდ როქ მაი როქ ჯაკუ
                      შაიმოდო-ჩი მკახჟი ეშდორი ღვაშ
                      შაიმოდო-ხაბჯს ღვაშარ ჩუ ხოკურქა
            შაიმოდო-სგაოღ მეხდელი ღეშდერ სოფელს
            შაიმოდო-უბნა კიბდონ ჟიოხბინახ
            შაიმოდო-უკცენა კეც ჩუ ოღ ხოკცენა
            შაიმოდო-ჟიოღ ხობნახ ოსარაშა.
              თარგმანი
           შაიმოდო-ხაბჯუ მონადირე ფარელი კაცი
           შაიმოდო-თოფი მასი მხარზე ედო
           შაიმოდო-მიდიოდა „მეშხამ ტუბას“
           შაიმოდო-წინ შემოხვდა გამხდარი მგელი
           შაიმოდო-მგელს პირით ჩვილი ეჭირა
                              ხაბჯუმ მგელს დასჭყივლა
                              დააგდე თორემ მკერდს შეგინგრევ
         შაიმოდო-მგელმა ჩვილი დააგდო
         შაიმოდო-ესმის დალის მოთქმა
         შაიმოდო-რა მოხდაო კარგო დალო
        შაიმოდო-ხაბჯუ მონადირევ ჩვილი გვაკლია
        შაიმოდო-ჩვილს მე დაგიბრუნებთ
შაიმოდო-ჩამოუშვეს მარჯვენა ნაწნავი
       შაიმოდო-აიყვანეს მათი ჩვილი
       შაიმოდო-ჩამოუშვეს მარცხენა ნაწნავი
       შაიმოდო-აიყვანეს ხაბჯუ მონადირე
       შაიმოდო-საჩუქრად რა მოგართვათო
       შაიმოდო-ყოველ შემოდგომაზე თორმეტი ჯიხვი
       შაიმოდო-ხაბჯმ ჯიხვები მოინადირა
      შაიმოდო-შემოსულა ღეშდერ სოფელში
      შაიმოდო-გაუხსნელი კიდობანი გაუხსნია
      შაიმოდო-გაუხსნელი ქვევრი გაუხსნია
      შაიმოდო-დაუწყიათ ოსარაშა.


ლექსიკონი:
 შაიმოდო-სასიმღერო შეძახილი,
მეშხამ ტუბას-შავი ხეობა, სანადირო ადგილი,
ღვაშ-ჯიხვი,
დალი-ნადირობის ქალღმერთი,
მუკახ-შემოდგომა.

No comments:

Post a Comment