ღეშდერის ისტორიის ათვლა იწყება იმ პერიოდიდან, როცა აქ კვირკვილიანები ცხოვრობდნენ,ისინი იმერეთიდან გადმოსულან,,სამღაშე" თემი ყოფილან,აქ ძლიერ გამრავლებულან და იმდენად გაძლიერებულან ,რომ მეტოქეობას უწევდნენ აქაურ ,,ვარგარ'-ს რეჩქიანებს.არაკები დადიოდა თურმე სამღაშე კაცებზე.
კვირკვილიანებს ყველაფერი განსაკუთრებული ჰყოლიათ: ცხვარ-ძროხა,ხარი,განსაკუთრებულ დაგრეხილრქიანი ვაცები,აქედან გამომდინარე აქაურებს მათთვის გიცარყორყოჯიანები შეურქმევიათ.
მატი აქ ცხოვრების პერიოდსი სოფელიც გაზლიერებულა,ამ პერიოდისთვის აქ სამოცი სხვადასხვა გვარი ცხოვრობდა თურმე,მასინ როდესაც ახლა მხოლოდ ჩხვიმიანები ცხოვრობენ.
იმ პერიოდში სოფელს შემოსევიან თათრები,ისინი განსაკუთრებით ანგრევდნენ და წვავდნენ ეკლესიებს,ღესდერში ამ დროისთვის სამი ეკლესია ყოფილა,მაცხოვრის სახელობის, მეშხილ და კაიშის მთავარანგელოზისა.პირველად თურქები მეშხილს დასცემიან,გადაუწვამთ ეკლესიაც და იქ დასვენებული უამრავი ხატი, ამბობენ რომ მათი ნადნობი ოქრო ქვედა სოფელს ჩააღწიაო.
მეშხილის შემდეგ თურქებს გზა კაიშის მთავარანგელოზისაკენ გაუგრძელებიათ,აყრილა მთელი სოფელი და მტერს ადევნებია,ლაშქრის რაოდენობის ხალხი შეგროვილა და ამის გამო სოფელს ლაშქარ- სოფელი დარქმევია,აეწივნენ თურმე თათრებს ,სანამ მტერი კაიშშს მიაღწევდა, ერთი მთხრობელის გარდა ცოცხალი არავინ გაუშვიათ.
სიმღერაც შექმნილა სოფელში ,რომელსაც დღესაც ასრულებენ სვანეთის გუნდები ,, ჟიბე ჩუბე ღეშდერ ლაშქარ:
სიმღერაც შექმნილა სოფელში ,რომელსაც დღესაც ასრულებენ სვანეთის გუნდები ,, ჟიბე ჩუბე ღეშდერ ლაშქარ:
კვირკვილიანების გვარის გადაშენება ერთ ლეგენდას უკავშირდება, სოფელში არის ერთი განსაკუთრებული ადგილი, სადაც პატარა ტბა არის,აქ უყვარდა უფროს კვირკვილიანს თურმე გასვლა. ერთხელაც მშობიარე დალს დასდგომია თავზე,მამაკაცს თავისი ტანსაცმელიც მიუცია მისთვის.დალს უთქვამს: იმრავლეთ გაყრამდე და თუ გაყრას და ცალ-ცალკე ცხოვრებას მოინდომებთ ამომწყდითო,მართლაც იმდენად გამრავლებულან, რომ ვეღარ ეტეოდნენ ერთად,გაყრა დაუწყიათ და მათი საქმეც თანდათან უკან წასულა და საბოლოოდ ამომწყდარან.
ასეთია ამ გვარის ისტორია.
თვითონ ღეშდერი ფარის თემის შემადგენლობაშია, მაგრამ უფრო გვიანდელი დასახების გამო დარქმევია ღეშდერი, ,,ღეშდ" უკან-ს ნიშნავს სვანურად, ანუ ბოლოს დასახლება.
ეს ისტორია მოგვითხრო ღეშდერის მკვიდრმა თამაზ ჩხვიმიანმა.
.
No comments:
Post a Comment