ფალედი

   სვანეთი ერთ-ერთი უძველესი კულტურისა და ტრადიციის მქონე კუთხეა.სვანი კაცის ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს ლოცვას.მის მფარველად ის თვლის წმ.გიორგის ანუ „ჯგურაგს“.ამით აიხსნება ალბათ ის ფაქტი,რომ ყველა დღესასწაულისას ლოცვა მიმართულია ჯგურაგისადმი. სვანური სუფრაც სწორედ „ჯგურაგის“ საგალობელით იხსნება და მესამე ჭიქით წმ.გიორგის მფარველობასა და ქუდის დამხურავთა ანუ მამაკაცთა სიმრავლეს შესთხოვენ.
უჩვეულო და ორიგინალური დღესასწაულია ლამპრობა,რომელიც წმ.გიორგისადმია მიძღვნილი. ლამპრობის დღესასწაული მოძრავია და აღდგომიდან უკან ითვლიან რვა კვირას.

ლამპრობის დღესასწაულს განსაკუთრებულად  აღნიშნავენ ფარის თემში.
    არსებობს ლეგენდა, რომელიც ხსნის თუ საიდან მომდინარეობს ლამპრების ანთება,ანუ შემდეგში ლამპრობის ტრადიცია   


.


  
უძველეს დროს,კერძოდ ალექსანდრე მაკედონელის დიდი ლაშქრობის დროს,ალექსანდრეს ლაშქრის ნაწილი კოდორის ხეობის გავლით შემოვიდა სოფელ ჭუბერში,რომელიც მთლიანად ააოხრა,შემდეგ უთვირის“  უღელტეხილით გადმოვიდა სოფელ ნაკრაში,ვინაიდან მაკედონელის ლაშქარი  რიცხობრივად  ბევრი იყო და საბრძოლველად საუკეთესოდ მომზადებული,სრულიად  სვანეთის ლაშქრის შეკრება მოხდა სოფელ ფალედში,სადც უკვე ბრძოლის გარეშე დაიდო ზავი,რის შედეგადაც სვანეთს უნდა ეხადა ხარკი მაკედონელისთვის.
თავისუფლების მოყვარე სვანები ვერ შეეგუვნენ უცხო მტრის ყოფნას საკუთარ ტერიტორიაზე.რის გამოც ზამთარში მოაწყვეს საიდუმლო შეკრება სოფ.ფალედში.შეთქმულების თანახმად სოფ.ნაკრაში თითოეულ ოჯახს,დათქმულ ღამეს უნდა გაენადგურებინა საკუთარ სახლში ჩასახლებული მაკედონელის მეომრები. და ნიშნად იმისა,რომ სახლში ჩასახლებული მებრძოლები განადგურებული იყო,გარეთ ეზოში ლამპარი უნდა აენთოთ. არ ანთებული ლამპარი ნიშანი იყო იმისა რომ იმ სახლსი მტერი ისევ იყო და დახმარებას საჭიროებდა.
   დათქმულ ღამეს სწორედ ასე მოიქცნენ,შეთქმულების მონაწილეები და ,მიუხედავად იმისა რომ ნაწილი ლაშქრისა ადგილზევე გაანადგურეს, ნაწილი ლაშქრისა გაექცათ,რომელსაც წამოეწივნენ „უთვირის“ მთაზე. მაკედონელის ლაშქარი საბრძოლველად „უთვირის“ ტბის გაყინულ ზედაპირზე გამწკრივდა,ხოლო სვანეთის ლაშქარი ტბის ნაპირზე,(ხმელეთზე). ლეგენდის თანახმად „უთვირის“ ტბასთან მომხდარი ბრძოლის დროს ნაწილი მაკედონელის ლაშქრისა ჩავარდა გაყინულ ტბაში,რომლის ზედაპირიც ბრძოლიც დროს ჩატყდა.თქმულების თანახმად ერთადერთი კაცი გაუშვეს ცოცხალი, ამბის მისატანად.
 


No comments:

Post a Comment